27/01/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
21 იანვარს, თბილისის რაიონების გამგებლებმა, მოადგილეებმა და გამგეობის წარმომადგენლებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები მოინახულეს. ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. კომპანიის მობილურ ლაბორატორიაში ადგილზე ჩატარებული კვლევების საშუალებით არასაწარმო და საწარმოო დაწესებულებებიდან წყალარინების კოლექტორში ჩამდინარე წყლის კონტროლი მიმდინარეობს.
ტურის ფარგლებში, GWP-ის ხელმძღვანელებმა, გამგეობის წარმომადგენლებს კომპანიის 2017 წლისთვის დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს:
ნაძალადევისრაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - წყალსადენის ქსელის 1.6 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, 107-ე სკოლის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 390 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
ისნის რაიონში, გონაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრების ეტაპზეა. ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 740 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - 730 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
ამავე რაიონში, ნურადინ ფრიდონის ქუჩაზეც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლა.
გლდანისრაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 1.2 კმ მოძველებული ამორტიზებული ახლით შეიცვალა.
სამგორის რაიონში, ფრონეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 1.4 კმ-ზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი