03/02/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს:
კომპანია საბურთალოს რაიონში, ერთდროულად სამ ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. ოდესის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალსადენის ქსელის 690 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 6 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრების ეტაპზეა - წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლა.
ზაქარიაძის ქუჩაზე, კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 3 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია აღნიშნულ სამ პროექტში 320 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახროციელებს.
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდიდან ორხევის ხიდამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე წყალსადენის ქსელის 2.3 კმ-ზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და 15 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალს. კომპანია პროექტში 660 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ამავე რაიონში, ლილოს დასახლებაში, 107-ე სკოლის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - წყალსადენის ქსელის 390 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
გლდანისრაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - წყალსადენის ქსელის 1.4 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ამავე რაიონში, იპოლიტო ივანოვის I ჩიხში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 430 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - 730 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი