07/04/2017 #დაზოგეწყალი - #gwpოლიმპიადა დაიწყო
#დაზოგეწყალი - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტში მონაწილე 16 სკოლაში #gwpოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის ფარგლებში, gwp-ის და არასამთავრებო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლები შემეცნებით ტრენინგებს და ეკოვიქტორინებს ატარებენ.
პროექტში მონაწილე ბავშვები წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას ეცნობიან. მიღებული ცოდნის შესაფასებლად ეკოვიქტორინები ტარდება და თითოეული სკოლიდან ოლიმპიადაში მონაწილე გუნდი ჩამოყალიბდება.
აღნიშნული საგანმანათლებლო ტრენინგების შემდეგ, gwp ოლიმპიადის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობაში შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.
აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი