ახალი ამბები
...

28/04/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კამპანია #დაზოგეწყალი აქტიურ ფაზაში შევიდა. კამპანიის ფარგლებში #gwpოლიმპიადის 16-ვე გუნდის კაპიტანს  საკონსულტაციო ჯგუფმა „ჯეპრამ“ უმასპინძლა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ და „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და მართვის შესახებ, გუნდების კაპიტნებს ტრენინგი ჩაუტარეს.

 

ოლიმპიადის ფარგლებში, მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენეს ის თეორიული ცოდნა, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს - წყლის დაზოგვის თემაზე,  სხვადასხვა კლასებში, შემეცნებითი ტრენინგები ჩაატარეს, ამავე თემაზე პოსტერები  და ფლაერები დაამზადეს. ასევე, ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და  წყლის დაზოგვის გზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

#gwpოლიმპიადის სკოლის  გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაში ეჯიბრებიან.

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის დაცვის ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  კამპანიას  #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის სხვადასხვა უბანში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

 

ნაძალადევის რაიონში, ჩხიკვაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, წყალარინების ქსელის 150 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ჩუღურეთის რაიონში, ზეგანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა,  წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. 

 

მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, 26 მაისის 1-ელ ჩიხში, სერეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, წყალსადენის ქსელის 500 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,  წყალსადენის 560 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - წყალსადენის ქსელის 900 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

 

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში,  სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - წყალსადენის ქსელის 2.7 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და  7 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

 

ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - წყალსადენის ქსელის 600 მეტრი მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ვაკის რაიონში,  წყენთში, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - სოხუმის ქუჩაზე,  წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 4 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, აღნიშნულ პროექტში კომპანია 49 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

ამავე რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, წყალსადენის 720 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება და 3 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. კომპანია აღნიშნულ რეაბილიტაციაში 45 000 ლარის ინვესტიცია ახორციელებს.

 

მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კოტე აფხაზის ქუჩასა და ჩიხებში,  2 კილომეტრამდე ქსელი შეიცვლება და 15 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. კომპანია სარეაბილიტაციო პროექტში 240 000 ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს. 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს. წყალმომარაგების 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად