05/05/2017 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა
დღეს, 5 მაისს, სასტუმრო „რუმსში“, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სისტემურ განვითარებას ეძღვნებოდა.
კონფერენციაში მონაწილეობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პარტნიორი კომპანიების ევროპის ტექნოლოგიური ლიდერების - AVK, NIVUS, KAMSTRUP, KROHNE-ის წარმომადგენლებმა მიიღეს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და საერთაშორისო ტექნოლოგიური ლიდერების პარტნიორობის საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად, ღონისძიებას სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან ჩამოსული, წყალმომარაგების კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
კონფერენცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა გახსნეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც კომპანიამ საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან ერთად საქართველოში დანერგა.
ჰიდრომოდელირება, ჭკვიანი მრიცხველები, ზონირების პროექტი, ოპერატიული მართვის მოდელები, წარმატებით განხორციელებული ინვესტიციები თბილისის ახალშემოერთებული დასახლებების 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების, თუ წყალარინების სისტემის განვითარების თვალსაზრისით, ეს არის თემები, რომლებზეც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლემა ისაუბრეს.
უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა თავიანთი პროდუქციის კონკურენტულ უპირატესობებზე და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად საქართველოში საკუთარი ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვის შესახებ გააკეთეს პრეზენტაციები.
კონფერენცია ორი ეტაპისგან შედგება, მეორე ეტაპზე, 6 მაისს, ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მასტერკლასებს ჩაატარებენ და წყლის წნევის რეგულატორების, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების და ვანტუზების ინსტალაციის მეთოდებს პრაქტიკაში განახორციელებენ.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი