ახალი ამბები
...

18/05/2017 gwp - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ ერთი პროექტი დაიწყო

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, "რუსთავის წყალთან" და მცხეთის წყალთან" ერთად, კიდევ ერთხელ აკეთებს განაცხადს, რომ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.

 

კომპანია გრძნობს პასუხისმგებლობას და ზრუნავს საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე. სწორედ ამიტომ, დღეიდან, მთელი წლის განმავლობაში კომპანიები სრულად დააფინანსებენ  2 ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლს, 2 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს,  1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, 2 ბავშვთა დღის ცენტრს, 1 მოხუცთა თავშესაფარის და 1 მოხუცთა უფასო სასადილოს წყალმომარაგების გადასახადს.

 

აღნიშნულიდან 5 დაწესებულება გაერთიანებულია კოალიციაში, „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, რომელთანაც  დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

მემორანდუმის მიზანია, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით  ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესება.

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების  გაერთიანება, რომლის მიზანი ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობაა.

 

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დობილ კომპანიებთან ერთად, მომავალშიც აქტიურად აპირებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას. 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად