ახალი ამბები
...

30/06/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულ განახლებას აქტიურად აგრძელებს.  სამუშაოები ინტენსიურად, გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს.

 

კომპანიამ, მიმდინარე კვირაში, მასშტაბური განახლების  პირველი ეტაპი დაასრულა - მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და  წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი  ქსელი ჩალაგდა.

 

წყალსადენის 160 მმ-იანი ახალი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე გადაერთდა და ექსპლუატაციაში შევიდა.

 

ამჟამად, წყალსადენის ახალ ქსელზე განშტოებების მოწყობა,  ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად მომზადება და ტესტირება მიმდინარეობს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სამუშაოებს, მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად ატარებს.

 

26 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტექნოპარკში, კრეათონის შედეგები შეაჯამა და  გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. 

 

პროექტში მონაწილეობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯი ,,სპექტრის“, ასევე სან დიეგოს, ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების  სტუდენტებმა მიიღეს.

 

ჟიურიმ ოთხი  საუკეთესო, ინოვაციური იდეის მქონე გამარჯვებული გუნდი ფულადი პრემიით დააჯილდოვა.  გამარჯვებულები კომპანიაში სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცა.

 

რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:

 

გლდანის რაიონში: ავჭალა 1-ის  სამხედრო დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 7,5 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში: ვარკეთილის III მასივის I კვარტალში, მე-5 კორპუსის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - 110 მმ-იანი წყალსადენის ქსელის 120 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ვარკეთილი 3-ის, I მრ-ს მე-6 კორპუსის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, წყალსადენის 110 მმ-იანი ქსელის 120 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ხოლო მე-14 კორპუსის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

მთაწმინდის რაიონში, მთაწმინდის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 370 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ვაკის რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის მეოთხე ჩიხში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა,  წყალსადენის ქსელის 290 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. 

 

ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, სარეაბილტაციო სამუშაოები დასრულდა, წყალსადენის ქსელის 325 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება. 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად