17/07/2017 პეკინის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი თვის ანგარიში
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების 60% უკვე დაასრულა.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, კომპანიამ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სრულად შეცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი. ექსპლუატაციაში გაშვებამდე განახლებულ წყალსადენის ქსელს ჰიდროტესტირება და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა.
გადაერთებითი სამუშაოების შემდეგ, ახალი ქსელის ტრანშეა მოწესრიგდა: ინერტული მასალით შეივსო, კომპაქტირება ჩატარდა და თბილისის მუნიციპალური ლაბრატორიის მიერ შემოწმდა.
კომპანიამ სამუშაოების პროცესში სრულად განაახლა 1000მმ-იანი, 1200მმ-იანი და 500მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური მილების 600 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პეკინის გამზირზე წყალსადენის ქსელზე ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტები, მსოფლიო ლიდერი ბრენდის, ავეკას 40 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
წყალარინების 400 მეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულდა და საექსპლუატაციო ჭა მოეწყო.
პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლის შემდეგ, რეაბილიტაცია ახალ ფაზაში გადავიდა: 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის გასაახლებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები ახორციელებენ.
ასევე, მომდევნო ეტაპზე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
სარეაბილიტაციო პროექტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 3მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე მასშტაბურ სამუშაოებს აგვისტოში დაასრულებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი