08/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციას ეხმაურება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბლიტაციო სამუშაოებს ატარებს. ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია 2017 წელს, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულ, 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციებში მოყვანილი წყალმომარაგების შეზღუდვის შემთხვევები დაკავშირებულია კომპლექსურ სამუშაოებთან, რომელსაც კომპანია ერთდროულად 34 ობიექტზე აქტიურად აწარმოებს, მათ შორის პეკინის, ასათიანის, ცისკარიშვილის, კლდიაშვილის, ინგოროყვას ქუჩებზე.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ინტენსიურად იცვლება მოძველებული, ამორტიზებული მილები. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები - ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.
აღსანიშნავია ვაზისუბნის მიკრორაიონების მკვებავ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც მოძველებული ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად სისტემური ხასიათის დაზიანება გამოვლინდა. საკითხის სრულად მოგვარების მიზნით, კომპანიამ ვაზისუბნის მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაგეგმა. სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ხაზგასასმელია, რომ სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე, რის შესახებაც მომხმარებლის ინფორმირებას კომპანია ახდენს წინასწარ - სმს შეტყობინების, ვებ გვერდისა და ფეისბუქის საშუალებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაქსიმალურად ცდილობს სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების უმოკლეს დროში შესრულებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი