18/11/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო
ხვალ, 19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ოფიციალურად გაიხსნება.
კამპანიის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა.
სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს სახე ახალი თაობის მსახიობი რუსკა ქარქაშაძეა. ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაკე-საბურთალოს ყველა სკოლაში ჩაატარა საგანმანათლებლო ტრენინგი, ხოლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ეტაპზე შერჩეული სკოლების მოსწავლეები უკვე საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან.
“მიუხედავად იმისა, რომ წყლის რესურსი ბუნებრივად განახლებადია, ადამიანების მხრიდან არასწორი გამოყენება მას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის უვარგისს ხდის“ - აცხადებს გიორგი ცხადაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი.
კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოზარდი თაობის მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბებას და იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომ თითოეული ჩვენგანი გარემოს ნაწილია და მასზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი