16/02/2018 საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს რეიტინგი „BB-“ მესამედ მიანიჭა
2018 წლის 16 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მესამედ მიანიჭა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საქართველოში პირველი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა. საქართველოს სუვერენული რეიტინგი ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა, ადგილობრივმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს. აღნიშნული შეფასება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტის საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად ისევ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება რჩება. კომპანია წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთაგან მიღებული გრძელვადიანი დაფინანსებით დედაქალაქისთვის არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სანდოობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის საგრძნობლად მაღალია, რასაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ, კომპანიისთვის ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ის სტაბილური პროგნოზით მინიჭება ადასტურებს.
Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. კერძოდ, საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი