07/03/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თანამედროვე სტანდარტების ახალი ოფისი გახსნა
დღეს, 7 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ფეიქრების ქუჩაზე, სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების ახალი ოფისი გახსნა.
კომპანიის მენეჯმენტმა სტრატეგიული მნიშვნელობის დეპარტამენტებისთვის თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე შექმნა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამშენებლო ჯგუფები მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული და სამუშაოებს ევროსტანდარტის საინჟინრო ტექნოლოგიებით ახორციელებენ. კომპანიის სარეაბილიტაციო ჯგუფების თანამშრომელთა უმრავლესობამ გადამზადება ჯივიპის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწორედ, ეს გუნდი უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
“სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების თანამშრომლებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. განახლებული ოფისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარება ამოცანების წარმატებით გადაჭრაში.” - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე. ჯივიპის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიის 3600 სპეციალისტს თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე და სათანადო გარემო შეუქმნას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი