ახალი ამბები
...

21/06/2018 Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა. ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიით და უმაღლესი ხარისხისთ მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

„ჩვენმა კომპანიამ ბოლო წლებში არაერთი  სტრატეგიული პროექტი განახორციელა -  როგორც წყალმომარაგების, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით. განვითარების  პროცესი  გრძელდება: დღეს ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურის საგურამოს  მშენებლობა დავასრულეთ. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ქვესადგური ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოს და ნატახტრის სათავე ნაგებობებსა და სატუმბე სადგურებს ელექტროენერგიით უწყვეტ მოამარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.” - განაცხადა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძე.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ეს უშუალო კავშირშია როგორც დარგის განვითარებასთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან.  მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, იზრდება მოხმარება, ბევრი ობიექტი შენდება და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი პროექტის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება ეკონომიკის სამინისტრო“ - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალი ქვესადგურის საგურამოს გახსნაზე.

 

ახალი ქვესადგური საგურამო თანამედროვე ტექნოლოგიითა და სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. ქვესადგური მსოფლიო ლიდერი კომპანიის  სიმენსის  დანადგარებითა და მოწყობილობებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები ქართულმა კომპანია „ენერგოსერვისმა“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დამატებით 40-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

 

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი GGU (Georgian Global Utilities) ჯგუფის წევრია.  თავის მხრივ Georgia Global Utilities „საქართველოს კაპიტალში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ინვესტირებას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად