13/11/2018 ჯივიპი კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემას სრულად ანახლებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა.
მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.
კომპანიის 2018 წლის რეაბილიტაციებს შორის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლებაა, რაშიც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 4 მლნ ლარზე მეტ ინვესტიაციას ახორციელებს. წყლისა და წყალარინების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით კახეთის გზატკეცილზე ორივე მხარეს 13 კმ-ზე მეტი სიგრძის მაგისტრალური ქსელი იცვლება. მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დასრულების ეტაპზეა - წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მოსაწყობად ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. კახეთის გზატკეცილის ერთ მხარეს, რამდენიმე დღეში გზის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმდინარე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი