30/08/2019 ჯივიპიმ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა და ახალი სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა.
კომპანიამ 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოაწყო. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ამ ეტაპისთვის ვეკუას ქუჩაზე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - იცვლება 1 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი და ეწყობა განშტოებები.
ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თბილისის მერია გზის ახალ საფარს მოაწყობს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი