09/10/2020 75 სარეაბლიტაციო პროექტი, 50 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, 21 მლნ ლარის ინვესტიცია - ჯივიპი აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის.
ჯივიპი 2020 წელს დაგეგმილი სარეაბლიტაციო პროექტების ფარგლებში 21 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს აახლებს.
,,იმისათვის, რომ ჩვენი აბონენტები მუდმივად უზრუნველვყოთ სტაბილური წყალმომარაგებით, ვაგრძელებთ ახალ სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. ამჟამად წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის, არჩილ მეფის, ჩარგლის ქუჩებზე, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში.
სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში სრულად იცვლება მოძველებული ქსელი, მონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წყლის ნაკადები კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ. პროექტებს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვასრულებთ და წყალმომარაგების ახალი ქსელი ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში.” - ზურაბ ალფაიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას აახლებს, რაც 70 000 ოჯახისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას გულისხმობს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი