06/11/2020 ჯივიპი ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩაზე, წყალარინების ქსელს აახლებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანია ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩაზე, წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში იცვლება ნახევარ კილომეტრამდე სიგრძის ძველი, ამორტიზებული წყალარინების ქსელი, ასევე მოეწყობა წყალარინების საკონტროლო 24 ჭა.
ჯივიპი სარეაბილიტაციო პროექტში 200 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
სამუშაოები, გეგმის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი