29/07/2021 26 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით 26 ივლისიდან ზღუდავს სერვის ცენტრებში ვიზიტს. მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით კომპანია მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მომხმარებლებს თბილისისა და მცხეთის სერვის ცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეეძლებათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განაცხადის დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი