16/09/2021 ჯივიპი, დღეს, 16 სექტემბერს, წავკისის სატუმბო სადგურში ზედა ზონების წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩაატარებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დღეს, 16 სექტემბერს თბილისის ზედა ზონების - წყნეთის, კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წავკისის, ტაბახმელასა და შინდისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ზედა ზონების წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სამუშოები რამდენიმე ეტაპად განახორციელა: დამატებით ახალი ტუმბო-აგრეგატები დაამონტაჟა ბაგების, მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებში. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ასევე ჩატარდა წავკისის რეზერვუარსა და წყალმომარაგების ქსელზე.
ბოლო, დამასრულებელ ეტაპზე დღეს, 16 სექტემბერს კომპანია წავკისის სატუმბო სადგურში მოწყობილი ახალი ტუმბო-აგრეგატების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 16 სექტემბერს საღამოს 23:00 საათიდან 17 სექტემბრის დილის 08:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დაბა წყნეთს, კოჯორს, კიკეთს, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, ახალდაბას, სოფელ ბეთანიას, სამადლოს და ჩერონის დასახლებას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი