
14/04/2022 ჯივიპის მომხმარებლებს ყოველთვიურად მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა 90111 SMS სერვისით შეუძლიათ
► როგორ გამოვაგზავნოთ 90111 სერვისზე მრიცხველის ჩვენება?
მობილური ტელეფონიდან 90111-ზე გამოაგზავნეთ SMS შეტყობინება - ტექსტის ველში მიუთითეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით: მრიცხველის ნომერი, მრიცხველის ჩვენება (მონაცემები გამოყავით მძიმით)
► როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ აბონენტის ნომერზე დაფიქსირებულია ერთზე მეტი მრიცხველი?
ორი ან მეტი მრიცხველის შემთხვევაში, თითოეული მრიცხველის მონაცემები გამოაგზავნეთ ცალ-ცალკე SMS შეტყობინებად.
თითოეულ შეტყობინებაში მიუთითეთ: მრიცხველის ნომერი, მრიცხველის ჩვენება (მონაცემები გამოყავით მძიმით)
► როდის აისახება თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები ბაზაში?
მრიცხველის მონაცემები ჯივიპის ბაზაში SMS შეტყობინების მიღებისთანავე აისახება. მონაცემების არასწორი ფორმატით გამოგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინებას: ,,დაფიქსირდა შეცდომა, გთხოვთ თავიდან გამოაგზავნოთ SMS შემდეგი თანმიმდევრობით: მრიცხველის ნომერი, მრიცხველის ჩვენება”.
90111 SMS სერვისით სარგებლობა უფასოა
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

08/11/2022 9 ნოემბრიდან ჯივიპის ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს

10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს