ახალი ამბები
...

15/06/2010 GWP-იმ სტუდენტები დააჯილდოვა

კომპანიებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ პროექტში გამარჯვებული გუნდები გამოავლინეს. დაჯილდოვების ცერემონიალს, რომელიც ილიას უნივერსიტეტში შედგა, სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

სტუდენტური პროექტი, რომელიც ერთგვარ ინტელექტუალურ თამაშს წარმოადგენს, სტუდენტებს  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სტუდენტური პროექტის ორგანიზატორები არიან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ”მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი - FESC”.

კონკურსის ფინალისტების გამოსავლენად, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მიწვეული იყო ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”. ამასთან, სტუდენტური პროექტის ერთ-ერთი საკონკურსო დავალება ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საქმიანობასთან დაკავშირებული 1-წუთიანი რეკლამის შექმნასაც ითვალისწინებდა.
 
სტუდენტურ გუნდს, რომელმაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საქმიანობასთან დაკავშირებით საუკეთესო ვიდეორეკლამა წარმოადგინა, გამარჯვება კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა - ნათია ჩოლოყაშვილმა მიულოცა და გუნდის ხუთივე წევრს სპეციალური პრიზები - DVD-ფლეერები გადასცა.

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად