26/10/2009 თბილისის მოსახლეობას სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმატა შეშფოთებამ დედაქალაქში სასმელი წყლის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე.
მიუხედავად გავრცელებული დეზინფორმაციის აბსურდულობისა, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისისა და მისი შემოგარენისთვის მიწოდებული სასმელი წყალი, როგორც ყოველთვის, უსაფრთხოა.
თბილისისთვის მისაწოდებელი სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კონტროლდება. კომპანიის ყველა სათავო ნაგებობაზე ფუნქციონირებს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, რომელსაც კოორდინაციას და კონტროლს უწევს კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია. ავტომატურ რეჟიმში გაკონტროლების პარალელურად, ყოველ საათში ერთხელ, ლაბორატორიების სპეციალისტების მიერ სასმელ წყალს ქიმიური და ბაქტეოროლოგიური ანალიზი უტარდება.
თბილისის მოსახლეობას როგორც ყოველთვის, სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი