22/03/2011 წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე კლუბის” წევრები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები არაგვის ხეობაში, ნატახტრის სათავე ნაგებობაზე მიიწვია.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა და კომპანიის წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებს ახლადრეაბილიტირებული ობიექტი - ნატახტრის წყალსადენის წყალშემკრები ნაგებობა და მისი ფუნქციონირების პრინციპი გააცნეს. ამ წყალშემკრები კამერის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია კომპანიამ 2010 წლის ბოლოს დაასრულა.
საქართველოს წყალმომარაგების ამ პირველი უნიკალური სიფონური წყალსადენისა და წყალშემკრები კამერის მშენებლობა 1929 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 1933 წელს შევიდა. ნატახტრის წყალშემკრები კამერის გავლით, თბილისს ნატახტრის წყაროების საუკეთესო ხარისხის წყალი თვითდინებით მიეწოდება.
ობიექტის მონახულების შემდეგ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა სტუდენტებსა და დანარჩენ სტუმრებს კომპანიის ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ მოკლე საინფორმაციო ექსკურსი ჩაუტარეს, აუღწერეს წყალმომარაგების სისტემა, მისი პარამეტრები და წყლის რესურსების მოპოვება-დამუშავების, თბილისამდე ტრანპორტირებისა და მომხმარებლებში განაწილების ტექნოლოგიური ციკლი. კომპანიის სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს წყლის რესურსების დაზოგვისა და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების, ასევე წყლის დანაკარგებისა და დაზიანებათა მინიმუმამდე შემცირების აუცილებლობაზე; ამას გარდა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ინდივიდუალური გამრიცხველიანების, როგორც სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარების საუკეთესო და აპრობირებულ მეთოდზე. აღინიშნა გამრიცხველიანების პოზიტიური მხარეები და სამართლიანობაზე დამყარებული პრინციპი - აბონენტი, რომელსაც დამონტაჟებული აქვს მრიცხველი, უფრთხილდება და ზოგავს თავის ბიუჯეტს და სასმელ წყალსაც. შესაბამისად, ის იხდის ზუსტად იმდენს, რამდენსაც მოიხმარს და აუცილებლად აწესრიგებს დაზიანებულ სანიტარულ ტექნიკას საკუთარ ბინაში; ამასთან გამრიცხველიანებული აბონენტი სასმელ წყალს აღიქვამს პროდუქტად, რომელსაც მოფრთხილება და დაზოგვა სჭირდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი