12/08/2009 იორგ მართისი და გოგა ხაჩიძე არაგვის ხეობის გარემოსდაცვით პრობლემებს ადგილზე გაეცნენ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და კომპანია GWP-ის გენერალური დირექტორი იორგ მართისი დღეს არაგვის ხეობაში გარემოს დაბინძურების აღკვეთის მიზნით დაგეგმილ ერთობლივ რეიდს დაესწრნენ.
გოგა ხაჩიძე და იორგ მარტისი ნატახტარში, მუხრანის ველსა და ჟინვალის წყალსაცავზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. სოფელ ნატახტართან მდინარე არაგვის კალაპოტში გახსნილმა კარიერმა რამდენიმე წყალსადენი დააზიანა. გოგა ხაჩიძე მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იმსჯელებს.
განსხვავებული პრობლემაა მუხრანის ველზე - წყალსადენის სათავო ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ შესახლებული დევნილების კუთვნილი პირუტყვი სანიტარულ ზონას აბინძურებს.
არაგვის ხეობაში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ გოგა ხაჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. რეგიონში სტუმრობის ბოლოს გარემოს დაცვის მინისტრი ჟინვალის წყალსაცავი მოინახულა.
როგორც გოგა ხაჩიძემ განაცხადა, გადაიხედება რეგიონში არსებული ყველა პრობლემა და ეტაპობრივად გადაწყდება.
თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყარო - ჟინვალის წყალსატევი და მთლიანად არაგვის ხეობა პოლიეთილენის ბოთლებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების მიერ გამუდმებით ბინძურდება.
აღნიშნული ფაქტების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმება, რის გამოც გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი