20/07/2011 ეკობანაკი არაგვის ხეობაში
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” CENN-ის ორგანიზებით შექმნილ ეკობანაკს არაგვის ხეობაში უმასპინძლა.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, დღეს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიაზაცია CENN-ის მიერ შექმნილ ეკობანაკს უმასპინძლა.
კომპანიამ ეკობანაკის მონაწილე საგარეჯოელი და ბორჯომელი სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური მოაწყო. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და კომპანიის სპეციალისტები დღეს დილიდან უწევდნენ მეგზურობას ეკობანაკსა და CENN-ის წარმომადგენლებს. მოზარდებს თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების საქმიანობის გაცნობის საშუალება მიეცათ, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი და ნატახტრის წყალსადენი.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” უნიკალური ობიექტების მონახულებისას მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს ის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, რომელსაც ნედლი წყალი პროდუქტად - სასმელ წყლად - გარდაქმნის პროცესში გადის, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის ხარისხის შესახებ და თავად დარწმუნდნენ, რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყლის მოხმარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის.
საგარეჯოელ და ბორჯომელ მოსწავლეებს კომპანიის წარმომადგენლებმა თემატური საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგეს, რომლებიც წყლის რესურსების დაზოგვის აუცილებლობასა და თბილისში სასმელი წყლის ხარისხის თაობაზე საინტერესო მასალას მოიცავს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი