ახალი ამბები
...

18/11/2011 წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია რუსთავში

კომპანია ”რუსთავის წყალის” გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე, წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ადგილზე გააცნო ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორს - დავით კირკიტაძეს, ქ. რუსთავის მერს - ზაქარია დარჩიაშვილსა და თვითმართველი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარეს - კახა გურგენიძეს. მშვიდობის ქუჩაზე იცვლება წყალსადენის 700 მმ-იანი ქსელი, საერთო სიგრძით - 360 მეტრი. სწორედ აღნიშნულ ქუჩაზე გამავალი მაგისტრალური ქსელი უზრუნველყოფს ჩათმის რეზერვუარების კვებას, საიდანაც რუსთავის მოსახლეობა სასმელი წყლის მარაგდება.

“რუსთავის წყალი” ქალაქის წყალსადენისა და წყალარინების ხანდაზმული და ამორტიზებული ქსელების ახლით შეცვლას წლების მიხედვით გაწერილი გეგმის მიხედვით ახორციელებს. მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი სამუშაოების შესრულება მშვიდობისა და თბილისის ქუჩებზე გამავალი კომუნიკაციების რეაბილიტაციით დასრულდება. პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე განაახლა მშენებელთა, ფიროსმანის, გზირიშვილის, სამგორის, ცურტაველის, წმინდა ნინოს და მედიცინის ქუჩებზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალური ქსელები, ასევე, მე-15 და მე-20 მიკრორაიონების შიდაკვარტალური ქსელები.

 რეაბილიტირებული ქსელების საერთო სიგრძე თითქმის 2000 მეტრს შეადგენს. დასრულების სტადიაშია თბილისის ქუჩის მაგისტრალურ ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, სადაც ახლით იცვლება 700 მმ-იანი წყალდენის მწყობრიდან გამოსული მონაკვეთი. ქუჩის ქსელების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რუსთავის წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიულ დაზიანებათა რიცხვი. ”რუსთავის წყალი”, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის გაზრდის კუთხით, არა მხოლოდ მაგისტრალურ წყალსადენებსა და შიდაკვარტალურ ქსელებს აახლებს, არამედ მასშტაბურ და მსხვილბიუჯეტიან პროექტებსაც ახორციელებს.

რუსთავში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი. ამ დროისთვის რუსთავის სხვადასხვა უბანში 10000-მდე მრიცხველია დამონტაჟებული. მიმდინარე წელს სრულყოფილი სარეკონსტრუქციო სამუშოები ჩატარდა რუსთავის წყალმომარაგების ისეთ მნიშვნელოვან ობიეტზე, როგორიცაა ხრამის სათავე ნაგებობა, რომლის შვიდი შახტური ჭიდან 3 უკვე კაპიტალურადაა რეაბილიტირებული და ახალი ტუმბო-აგრეგატებით არის აღჭურვილი; სათავე ნაგებობის სატუმბო სადგურში შეიცვალა 2 ტუმბო-აგრეგატი, ასევე, რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში აშენდა და თანამედროვედ აღიჭურვა 2 ახალი საქლორატორო სადგური. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად საგრძნობლად არის გაუმჯობესებული რუსთავის წყალმომარაგება, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად