22/03/2012 თბილისის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დღეს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გამართა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად გაწეული კომპლექსური სამუშაოები და მიღებული შედეგები მასმედიის წარმომადგენლებსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს - კოკი იონათამიშვილსა და გოგი ჩაჩანიძეს გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაზოგვის, სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენებისა და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირების კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებზე.
როგორც იორგ მათისმა აღნიშნა, დღეისთვის, თბილისის თითქმის 90% უწყვეტად მარაგდება სასმელი წყლით. ეს მნიშვნელოვნად აღემატება კომპანიის პრივატიზებამდე არსებულ მაჩვენებელს, რაც, დაახლოებით, 70%-ს შეადგენდა. მისი თქმით, 2012 წლის ბოლოსთვის, აღებული ვალდებულების შესაბამისად, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობის 100%-იან, უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მხოლოდ 2011 წლის მანძილზე 2012 წლის იანვრის ჩათვლით, წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ 139 000 თბილისელს მოეხსნა, მათ შორის: ”ვარკეთილი 3”-ში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, ზღვის უბანში, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის III მ/რაიონში, ხარფუხსა და გორგასალის ქუჩაზე, ზემო ვაკეში, კრწანისის დასახლებაში, ღრმაღელის ქუჩაზე; წინასწარდაგეგმილი და წარმატებით შესრულებული ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, კომპანიამ თბილისის 60 გამაძლიერებელი სადგური 24-საათიან რეჟიმში აამუშავა და სასმელი წყალი გრაფიკის გარეშე დედაქალაქის სხვადასხვა უბნის 42 000 მობინადრეს მიაწოდა. მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს კი, რომელიც ჯერ კიდევ გრაფიკით იღებს წყალს, კომპანია მომსახურების სულადობრივ გადასახადს 2,40 ლარის ოდენობით არიცხავს.
დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წლების მიხედვით გაწერილი სარეაბილიტაციო პროგრამის მიხედვით მოქმედებს და ეტაპობრივად ატარებს კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს: თბილისის ქუჩების წყალსადენის ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაციას - მათ შორის უკვე შეცვლილია 200 კმ-ზე მეტი სიგძის ქსელები, 2012 წელს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისის ქსელების 82 კმ-ს; წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სათავო ნაგებობების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციას; მარეგულირებელი სატუმბო სადგურების გადაიარაღებას, წყალშემკრები რეზერვუარების რეკონსტრუქციას და სხვ. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს 1 სულ მოსახლეზე წყლის მოხმარების რაციონალიზაცია მოახდინოს, ამასთან, თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრასაც შეუწყოს ხელი.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი