02/04/2012 ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ორ ახალ რეზერვუარს აშენებს
თბილისის მასშტაბით უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდების მიზნით, კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კომპლექსურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია ვაზისუბნის დასახლებასა და ლილოში, იქ სადაც მოსახლეობას წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება, ორ ახალ რეზერვუარს აშენებს.
რეზერვუარების მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.„ვაზისუბანი I“-ის სრულად ამუშავების შემდეგ, წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი მოეხსნება ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელნიცკის, ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ასევე, „მეტრომშენის“ დასახლების ზედა ნაწილს.
სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ლილოში, სადაც ახალი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. ლილოს რეზერვუარის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სასმელი წყლით უწყვეტად მომარაგდება ლილოს, „ვაზიანის სამხედრო“ და „საქნავთის“ დასახლებები, ვაზიანის სამხედრო ნაწილი, სოფლები - ლილო და გამარჯვება, იუმაშევის ქუჩა, ლილოში განთავსებული საწარმოები და ობიექტები.
დღეისთვის, თბილისის თითქმის 90%–ი უწყვეტად მარაგდება სასმელი წყლით. აღებული ვალდებულების თანახმად, 2012 წლის ბოლომდე, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობის 100%-იან, უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
ვაზისუბნის რეზერვუარზე მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა დაათვალიერეს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი