21/06/2012 ცენტრალურმა ლაბორატორიამ აკრედიტაცია მოიპოვა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალურმა ქიმიურ-მიკრობიოლოგიურმა ლაბორატორიამ ISO-17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ISO-ს აკრედიტაციის მინიჭება ყველა იმ ფაქტორისა და მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა, რასაც სრულყოფილად უნდა აკმაყოფილებდეს წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ლაბორატორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საქართველოში წყლის ხარისხის მაკონტროლებელი საუკეთესო ლაბორატორია გააჩნია, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. ცენტრალური ლაბორატორია კოორდიანაციასა და კონტროლს უწევს კომპანიის ყველა დანარჩენი ლაბორატორიის ფუნქციონირებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა ცენტრალური ლაბორატორიის საქმიანობა თბილისის მერს - გიგი უგულავას გააცნო.
ღრმაღელის საფილტრო სადგურში განთავსებული სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორიის სრული მოდერნიზება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2011 წლის ბოლოს დაასრულა. ამ საქმისთვის კომპანიამ 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი ევროპული აპარატურა და დამხმარე მოწყობილობები კომპანიას წყლის ხარისხის თვისობრივად მაღალ დონეზე გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ცენტრალური ლაბორატორიის მოდერნიზებასა და ISO-17025-ის აკრედიტაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა, ლაბორატორიის სპეციალისტების გადასამზადებლად, არაერთ ტრეინინგს გაუწია ორგანიზება, მათ შორის სპეციალურად მოწვეული ევროპელი სპეციალისტების მონაწილეობითაც.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის კვლევას ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე ახორციელებს. წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს კომპანიის სპეციალისტები უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში აწარმოებენ. ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი აპარატურა საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ორგანული ნაერთების: ნავთობპროდუქტების, ადვილად აქროლადი ნივთიერებებისა და პესტიციდების, ასევე, სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების: ტუტე, ტუტე-მიწათა,მკაცრად ლიმიტირებული მძიმე მეტალებისა თუ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების და ციანიდების დონე და დააფიქსიროს უმნიშვნელო ოდენობის მინარევების არსებობასაც კი. ჩატარებული ანალიზების თანახმად, თბილისისათვის მიწოდებულ სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია, სასმელი წყლის ხარისხი კი მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი