04/09/2012 ინდივიდუალური გამრიცხველიანება მრავალსართულიან კორპუსებშიც მიმდინარეობს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგრძელებს თბილისის მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამის განხორციელებას. მიმდინარე წლის ივლისიდან, აღრიცხვის კვანძების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბანსა და დასახლებაში მდებარე მრავალსართულიან კორპუსებში წარმოებს. ამ ეტაპზე, ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი ერთდროულად მიმდინარეობს მრავალბინიან 92 კორპუსში - გლდანულას, „ვარკეთილი 3“-ის, ვარკეთილის ზემო პლატოს, წმინდა ბარბარესა და თემქის დასახლებებში, ასევე, ვაზისუბნის მიკრორაიონებში, მოსკოვის გამზირზე, ბოგდან ხმელნიცკისა და ფიფიების ქუჩებზე. აგვისტოს ბოლოსთვის, კომპანიამ გამრიცხველიანების სამუშაოები დაასრულა 35 მრავალსართულიან კორპუსში.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორის მოადგილემ - ჰელმუტ ვეიდელმა, ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს - ბესიკ გაზდელიანს, ვაზისუბნის დასახლებაში გამრიცხველიანების მიმდინარე სამუშაოები ადგილზე გააცნო. N 7 კორპუსი ერთ-ერთია ვაზისუბნის დასახლების იმ მრავალსართულიან კორპუსებს შორის, სადაც კომპანია მობინადრეთათვის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მონტაჟს ახორციელებს. აღნიშნულ კორპუსში 90 აბონენტი (ოჯახი) ცხოვრობს და მათი დიდი უმრავლესობა უკვე გამრიცხველიანებულია.
სემეკის 2010 წლის №18 დადგენილების შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური თითოეულმა აბონენტმა თავად უნდა დაფაროს. ამავე დადგენილების მიხედვით, გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხას, თავდაპირველად კომპანიამ გაიღებს, აბონენტი კი აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის დაფარვას მრიცხველის დამონტაჟებიდან 6 თვის შემდეგ შეუდგება. სურვილის შემთხვევაში, ეს თანხა აბონენტს 24 თვეზე გაუნაწილდება, რასაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაფარავს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამის განხორციელებას გასული წლის ივნისიდან შეუდგა. პირველ ეტაპზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა კომპანიამ კერძო სახლებში დაიწყო და პროცესს, ერთდროულად, თბილისის სხვადასხვა რაიონში ახორციელებდა. კერძო სახლების მობინადრეთა გამრიცხველიანების პარალელურად, ახლახან, აღრიცხვის კვანძების მოწყობა, მრავალსართულიან კორპუსებშიც დაიწყო.
გამრიცხველიანების პროგრამის განხორციელება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" საშუალებას მისცემს 1 სულ მოსახლეზე წყლის მოხმარების რაციონალიზაცია მოახდინოს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სასმელი წყლის უმიზნოდ დაღვრის აღკვეთა და აბონენტთა კუთვნილ ქსელებში დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი