ახალი ამბები
...

25/09/2012 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ექსპლუატაციაში ახალ ტუმბო-აგრეგატებს ეტაპობრივად უშვებს


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, კომპლექსური ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას აგრძელებს. ამ მიზნით, კომპანია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში ეტაპობრივად ამონტაჟებს უახლესი ტიპის ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელ 50 ტუმბო-აგრეგატსა და წნევის რეგულატორებს. ახალი დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებით, კომპანიას შესაძლებლობა მიეცა, მხოლოდ სექტემბრის თვეში, თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები 5330 აბონენტისთვის (ოჯახი) სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებინა.

რამდენიმე დღეა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიაერთა და ექსპლუატაციაში გაუშვა ჩოლოყაშვილის ქუჩის I კვარტალში მდებარე მცირე სატუმბო სადგური, რომელიც  ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელი ტუმბო-აგრეგატით გადააიარაღა.  ეს უახლესი ტიპის ევროპული წარმოების  ტუმბო-აგრეგატია, რომელიც წნევას, წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს. ამ სატუმბო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით, სასმელი წყალი სტაბილურად და უწყვეტ რეჟიმში  უკვე  589 აბონენტს მიეწოდება. 

ამას გარდა, სექტემბერში კომპანიამ რეკონსტრუქცია ჩაუტარა და  უახლესი ტიპის ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელი ტუმბო-აგრეგატებით გადააიარაღა: 
- თემქის მე-11 მკ/რაიონის II კვარტალში მდებარე სატუმბო სადგური, რის შედეგად წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება 3500 აბონენტს 
- იამანიძის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგური - უწყვეტად მარაგდება 485 აბონენტი
- ზუგდიდის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგური  - უწყვეტად მარაგდება  117 აბონენტი
- ყვარლის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგური – უწყვეტად მარაგდება 270 აბონენტი
- მუჯირიშვილის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგური  –  უწყვეტად მარაგდება 369 აბონენტი.
მიმდინარე წელს, პარალელურად, კომპანია 12 ახალი მძლავრი სატუმბო სადგურის მშენებლობასაც ახორციელებს. 

ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიება, რომელსაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახორციელებს, ემსახურება თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად