13/10/2009 საინფორმაციო ტური სტუდენტებისთვის
8 ოქტომბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", კომპანიის უნიკალური ობიექტებისა და საქმიანობის გაცნობის მიზნით, დაინტერესებულ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ტური მოუწყო.
ტურის მარშრუტი მოიცავდა ჟინვალისა და ბოდორნის წყალსაცავებს, საინფილტრაციო მოედნებს, ნატახტრის წყალსადენს, ცენტრალურ ლაბორატორიებს და საგურამოს სატუმბო სადგურს.
ტურში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგებისა და წყალანირების ფაკულტეტის სტუდენტებმა, ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა და ბავშვთა სახლი `სათნოების~ აღსაზრდელებმა.
ტურს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან, მეგზურობას უწევდნენ კომპანიის მთავარი სპეციალისტები – ნიკოლოზ კაკუშაძე და პროფ. გურამ სოსელია.
ტურის ფარგლებში კომპანიის წარმომადგელებმა ბავშვებს ვიქტორინაც მოუწყვეს და სამი გამარჯვებული წიგნებით დააჯილდოვეს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი