26/01/2010 "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
26 იანვარს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე, უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” სტაჟირების კურსს გაივლიან. მემორანდუმი, სამომავლოდ, საუკეთესო სტუდენტების კომპანიაში დასაქმებასაც ითვალისწინებს.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა.
დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ”ა” კორპუსში შედგა.

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე