24/04/2017 კამპანია #დაზოგეწყალი - რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი?
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეროვნული საგანმანათლებლო კამპანია #დაზოგეწყალი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, მოზარდი თაობის დახმარებით წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან სასმელად ვარგისი მტკნარი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, მტკნარი წყლის რესურსს გაფრთხილება და დაზოგვა სჭირდება. #დაზოგეწყალი მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და წყლის რესურსის დაცვაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
კამპანიის საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლების 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად ხორციელდება.
კამპანიის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სხვადასხვა ტიპის აქტივობა უკვე ჩაატარა და მომავალშიც გეგმავს. პროექტის ამ ეტაპზე, მოსწავლეებმა საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგები გაიარეს. აღნიშნული ტრენინგების საშუალებით, gwp-ის და „ეკოხედვის“ წარმომადგენლებისგან, ბავშვებმა სრული ინფორმაცია მიიღეს თუ რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი და ასევე რა გზას გადის წყალი, სანამ ჩვენს ონკანამდე მოვა. ტრენინგების შემდეგ, შემაჯამებელი ეკოვიქტორინები ჩატარდა და სკოლებიდან ოლიმპიადაში მონაწილე 16 გუნდი ჩამოყალიბდა.
დღეს, კამპანიის მთავარი ნაწილი #gwpოლიმპიადა, აქტიურ ფაზაშია. ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეები უკვე პრაქტიკაში გამოიყენებენ იმ თეორიულ ცოდნას, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს. პარალელურად, თითოეული გუნდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და რეალურად ნახავს თუ რა გზას გადის წყალი მდინარიდან ჩვენს ონკანამდე. #gwpოლიმპიადის ფარგლებში, გუნდები ერთმანეთს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, წყლის დაზოგვაში და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაში შეეჯიბრებიან.
აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის დაცვის ეროვნული მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი