ახალი ამბები
...

24/04/2017 კამპანია #დაზოგეწყალი - რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი?

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეროვნული საგანმანათლებლო კამპანია #დაზოგეწყალი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, მოზარდი თაობის დახმარებით წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან სასმელად ვარგისი მტკნარი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, მტკნარი წყლის რესურსს გაფრთხილება და დაზოგვა სჭირდება. #დაზოგეწყალი მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და წყლის რესურსის დაცვაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

 

კამპანიის საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლების 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად ხორციელდება.

 

კამპანიის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სხვადასხვა ტიპის აქტივობა უკვე ჩაატარა და მომავალშიც გეგმავს. პროექტის ამ ეტაპზე, მოსწავლეებმა საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგები გაიარეს. აღნიშნული ტრენინგების საშუალებით, gwp-ის და „ეკოხედვის“ წარმომადგენლებისგან, ბავშვებმა სრული ინფორმაცია მიიღეს  თუ რატომ უნდა დავიცვათ წყლის რესურსი და ასევე რა გზას გადის წყალი, სანამ ჩვენს ონკანამდე მოვა. ტრენინგების შემდეგ, შემაჯამებელი ეკოვიქტორინები ჩატარდა და სკოლებიდან ოლიმპიადაში მონაწილე 16  გუნდი ჩამოყალიბდა.

 

დღეს, კამპანიის მთავარი ნაწილი #gwpოლიმპიადა, აქტიურ ფაზაშია. ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეები უკვე პრაქტიკაში გამოიყენებენ იმ თეორიულ ცოდნას, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს. პარალელურად, თითოეული გუნდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და რეალურად ნახავს თუ რა გზას გადის წყალი მდინარიდან ჩვენს ონკანამდე. #gwpოლიმპიადის ფარგლებში,  გუნდები ერთმანეთს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, წყლის დაზოგვაში და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაში შეეჯიბრებიან.

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის დაცვის ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად