ახალი ამბები
...

10/04/2014 თბილისის საკრებულოს დეპუტაცია GWP-ის ობიექტებზე

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელის სათავო ნაგებობა და იქ განთავსებული სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორია, დღეს, თბილისის საკრებულოს დეპუტაციის ყურადღების არეალში მოექცა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე და საკრებულოს სხვა დეპუტატები დღეს თბილისის წყალმომარაგების ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს ესტუმრნენ.

რამდენად საიმედოდ და სტაბილურად ხორციელდება თბილისის წყალმომარაგება, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მოხმარება დედაქალაქში და რამდენად სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი - სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტაციას ღრმაღელის სათავო ნაგებობის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო. ყურადღება გამახვილდა  ნედლი წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის იმ ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებსა და საშუალებებზე, რაც ღრმაღელის სათავო ნაგებობაზე თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანიის სპეციალისტების მიერ იქნა შემუშავებული და დანერგილი. 

საკრებულოს დეპუტაცია სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემითაც დაინტერესდა და ამ მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობას გაეცნო. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აკმაყოფილებს ცენტრალური ლაბორატორიის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ISO-ს სტანდარტებსა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ლაბორატორიის სპეციალისტებმა საკრებულოს დეპუტატებს წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევის მონაცემები გააცნეს, რაც ცხადყოფს, რომ თბილისისთვის მიწოდებულ სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია, აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მდიდარია სხვადასხვა მინერალით. 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ISO-17025 სტანდარტის შესაბამის აკრედიტაციას ფლობს, კოორდინაციას უწევს კომპანიის დანარჩენი ლაბორატორიების ფუნქციონირებას.  სასმელი წყლის ხარისხის კვლევა უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში ხორციელდება როგორც ქიმიურ, ისე მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად