15/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის ჭებზე საპროფილაქტიკო სამუშაოებს ახორციელებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ქუჩებში არსებულ წყალსადენის საკვანძო და გამანაწილებელ ჭებზე, მიმდინარე წლის აპრილიდან, გეგმურ საპროფილაქტიკო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ტექნიკური ღონისძიება სტაბილური წყალმომარაგებისა და წყალსადენის სისტემის მდგრადი ფუნქციონირების ერთ-ერთი კომპონენტია.
დედაქალაქის მასშტაბით, წყალსადენის სხვადასხვა დიამეტრის ქსელებზე 7 000-მდე საკვანძო და გამანაწილებელი ჭაა განთავსებული. ყოველ მათგანში წყალსადენის ქსელის შესაბამისი დიამეტრის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულია დამონტაჟებული. წყალსადენის ჭების საპროფილაქტიკო სამუშაოები მოიცავს ჭების გაწმენდას და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ხუფისა და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის შეკეთებას ან ახლით შეცვლას, ასევე, ჭის დაზიანებული კედლების აღდგენას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ყოველთვიურად 300-მდე საკვანძო და გამანაწილებელ ჭას ჩაუტარებს, 2014 წლის ბოლომდე კი კომპანია, გეგმის შესაბამისად, წყალსადენის 2 700-მდე ჭას აღადგენს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი