25/05/2014 საინფორმაციო ტური ჟურნალისტებისთვის
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორია, თბილისსა და არაგვის ხეობაში განთავსებული წყალსადენის მნიშვნელოვანი სათავო ნაგებობები, ასევე, ჟინვალის ჰიდროკომპლექსი სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა მოინახულეს. საიდან და რამდენად საიმედოდ ხდება თბილისის წყალმომარაგება, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლი დედაქალაქში და რამდენად
სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი - ამ თემებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა ჟურნალისტებს წყალსადენის სხვადასხვა ობიექტის მუშაობის სპეციფიკა და დანიშნულება გააცნეს.
კომპანიის ცენტრალურ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ მუშაობს სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემა და რამდენად მკაცრად კონტროლდება თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი 24-საათიან რეჟიმში. ISO-ს სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა ტურის მონაწილეებს წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევის მონაცემებიც გააცნეს, რომლის მიხედვითაც სასმელი წყლის ყველა პარამეტრი დაცულია, მდიდარია სხვადასხვა მინერალით და ამასთან, აბსოლუტურად უსაფრთხოა თბილისელების ჯანმრთელობისთვის.
ყურადღება გამახვილდა ნედლი წყლის მოპოვების, დამუშავებისა და ფილტრაციის იმ ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებსა და საშუალებებზე, რაც კომპანიის სპეციალისტების მიერაა დანერგილი თბილისში, ნატახტარში, საგურამოსა და ბულაჩაურში მდებარე სათავო ნაგებობებზე. ჟურნალისტებმა მოინახულეს ჟინვალის წყალსაცავიც, სადაც ნედლი წყლის დიდი მარაგი იქმნება და ჟინვალჰესიც, სადაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ასევე თბილისის წყალმომარაგებას ხმარდება. კომპანია
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი