05/08/2014 უწერის ქუჩაზე წყალსადენის მოძველებული ქსელები ახლით იცვლება
გლდანისა და ნაძალადევის რაიონის ქუჩების მოსახლეობა, უახლოეს მომავალში, სასმელი წყლით გაცილებით სტაბილურად მომარაგდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უწერის ქუჩაზე გამავალი ორი 900 მმ-იანი მაგისტრალური მილის მოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით, ინტენსიურად მიმდინარეობს.
უწერის ქუჩაზე ქსელების განახლების პროცესი დამამთავრებელ ფაზაშია გადასული. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დიერექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის განცხადებით, უწერის ქუჩაზე მთლიანად ახლით არის შეცვლილი ორი 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენის ხანდაზმული მონაკვეთები. შეცვლილი მილების საერთო სიგრძე 1500 მეტრს შეადგენს. ასევე, განახლებულია უწერის ქუჩის მოძველებული განშტოებების 300 მეტრი, მონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი 12 ურდული და ეწყობა წყალსადენის ახალი საკვანძო ჭები.
მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოძველებულ და ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე მთლიანად ახლით ცვლის. სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე, წელს, 60 კილომეტრს აღემატება. სადღეისოდ, კომპანიამ სამუშაოები უკვე დაასრულა დიდუბე-ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების 60-მდე ქუჩაზე.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი