ახალი ამბები
...

08/08/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ SMS-შეტყობინების მიღების თაობაზე თბილისელ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს

„თუ გსურთ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია, წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიიღოთ, რეგისტრაცია კომპანიის ოფიაციალურ ვებგვერდზე უნდა გაიაროთ“, -  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რეკომენდაციით მიმართავს იმ აბონენტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ კომპანიის აღნიშნული უფასო სერვისით. სადღეისოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა-აღდგენის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალება კომპანიის 80 000-მდე აბონენტს გააჩნია. 

 

SMS-შეტყობინების მისაღებად, თბილისელი აბონენტები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდს უნდა ეწვიონ, რომელიც უკვე მთლიანად მოდერნიზებულია და რეგისტრაციის გასავლელად მიჰყვნენ ბმულს: http://mygwp.ge/Public/InfoRegistration/InfoRegistration.aspx

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოდერნიზებული ვებგვერდი http://www.georgianwater.com/ მაქსიმალურადაა მისადაგებული თანამედროვე მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი, ორენოვანი, მუდმივად განახლებადი ვებგვერდი ადაპტირებულია ნებისმიერი იმ ტიპის ტექნიკური მოწყობილობისთვის - მობილური ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, Android, Windows და iOs, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. ახალ ვერსიაში გაცილებით გამარტივებულია საძიებო სისტემა, რაც  მომხმარებელს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის იოლად მოპოვების საშუალებას აძლევს.

 

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად