19/09/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოდერნიზებული ვებგვერდი თბილისელებს ერთდროულად რამდენიმე სიახლეს სთავაზობს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისელ მომხმარებელს ოფიციალური ვებგვერდის განახლებულ ვერსიას სთავაზობს - კომპანიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია, დღეს,
„რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
კომპანიის ამჯერად უკვე სამენოვანმა ახალმა ვებგვერდმა http://www.georgianwater.com/ წარმატებით გაიარა ტესტირება და მზად არის თბილისელებს მრავალმხრივი მომსახურება გაუწიოს. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა - თინათინ მაკარიძემ პრეზენტაციაზე აღინიშნა, კომპანიის ვებგვერდი მოდერნიზებულია, მაქსიმალურად მისადაგებულია თანამედროვე მოთხოვნებს და მორგებულია აბონენტების საჭიროებებზე. მისი თქმით, ახალი მუდმივად განახლებადი ვებგვერდი ადაპტირებულია ნებისმიერი ტიპის იმ ტექნიკური მოწყობილობისთვის, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან, ამასთან, ახალ ვერსიაში გაცილებით გამარტივებულია საძიებო სისტემა, რაც კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის იოლად მოპოვების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფილია ვებგვერდის პირდაპირი კავშირი კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდთან.
პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ სიახლეებზე, რასაც კომპანია თბილისელებს ვებ-გვერდის მეშვეობით სთავაზობს. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დანერგილი ყველა ახალი პროდუქტი თბილისელებს დაუზოგავს დროს და სახლიდან გაუსვლელად დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი ვებგვერდით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებთან უკვე ინტერაქტიურ რეჟიმში ამყარებს ურთიერთობას. თინათინ მაკარიძის თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ თბილისელს, დილის 9-დან ღამის 12 საათამდე შეუძლია ეწვიოს კომპანიის ონლაინ-ჩეთს და წყალმომარაგებასთან თუ კომპანიის სხვა მომსახურებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში ესაუბროს ჩეთის ოპერატორებს.
განახლებული ვებგვერდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებულ აბონენტებს ინტერნეტ-პორტალზე - mygwp.ge წვდომის და მრიცხველის ჩვენების ონლაინ-რეჟიმში დაფიქსირების საშუალებასაც აძლევს. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ხელშეკრულების მქონე აბონენტებს შეუძლიათ, რომლებსაც კომპანია, ყოველთვიურად, მობილური ტელეფონის ნომერზე SMS-ით ინდივიდუალურ პაროლს უგზავნის. როგორც თინათინ მაკარიძემ აღნიშნა, ამ ტიპის მომსახურება კომფორტულს ხდის კომპანიასთან ურთიერთობას, რადგან აბონენეტის მიერ გაგზავნილი მრიცხველის ჩვენება ავტომატურად აისახება კომპანიის ბილინგის სისტემაში და შესაბამისად, ქვითარშიც ფიქსირდება. შედეგად, მოხმარებული წყლის საფასურს აბონენტი მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად გადაიხდის, კვარტალში ერთხელ კი ჩვენებას კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე მისვლით დააფიქსირებს.
განახლებული ვებგვერდი იმ თბილისელებსაც დაეხმარება, რომლებსაც წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება SMS-შეტყობინებით სურთ. თინათინ მაკარიძის თქმით, კომპანიის ამ უფასო სერვისით სარგებლობა ნებისმიერ აბონენტს შეუძლია და ამისთვის მარტივი პროცედურის შესრულება - ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლაა საჭირო. დღეისთვის მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა-აღდგენის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 110 000-მდე აბონენტი იღებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი