ახალი ამბები
...

02/10/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საკრებულოს წარმომადგენლებმა სოფელ გლდანში წყალსადენის მაგისტრალურ მილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

უახლოეს მომავალში, წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება გლდანის მასივის, თემქის დასახლების ნაწილის, მუხიანის მიკრორაიონების, გლდანულასა და კონიაკის დასახლების მაცხოვრებლებისთვის. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ გლდანში, წყალსადენის მოძველებულ კომუნიკაციებს რეაბილიტაციას უტარებს. კერძოდ კი, ახლით იცვლება ფოლადის 1200 მმ-იანი VII მაგისტრალური მილდენის განსაკუთრებულად პრობლემური მონაკვეთი, რომელიც სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე გადის. მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი იმდენად იყო კოროზირებული, რომ, პერიოდულად, ავარიული დაზიანებების მიზეზი ხდებოდა. 2015 წლიდან, რეაბილიტირებული VII მაგისტრალური მილდენით ასევე საიმედოდ მომარაგდება თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სოფლები - გლდანი, გორაუბანი, გიორგიწმინდა, მუხიანი 2, ავჭალა 2 და მათი მიმდებარე დასახლებები.

 

26 მაისის ქუჩაზე 1200 მმ-იანი მაგისტრალური მილის განახლების პროცესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციებისა და კორპორატიული სერვისების დირექტორმა ეკა ბერიძემ და კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძემ თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ  კობა კობალაძესა და თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილს გააცნეს. 26 მაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ფაზაშია - უკვე ახლით არის შეცვლილი მაგისტრალური ფოლადის მილის კოროზირებული მონაკვეთის 220 მეტრი, დარჩენილი 50 მეტრის შეცვლა კი უახლოეს დღეებში დასრულდება, რასაც ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟი და ახლადშეცვლილი მონაკვეთის ძირითად მაგისტრალთან მიერთება მოჰყვება.      

 

VII მაგისტრალური მილდენის 26 მაისის ქუჩაზე გამავალი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამით, რომლის ფარგლებშიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 65 ქუჩაზე მთლიანად ახლით ცვლის. სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე, წელს, 60 კილომეტრს აღემატება. სადღეისოდ, სამუშაოები დაასრულებულია დიდუბე-ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების 60 ქუჩაზე. ამჟამად, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ქ. თბილისის მერიასთან ერთად, 2015 წლის სარეაბილიტაციო პროგრამის დაგეგმვაზე მუშაობს. 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად