ახალი ამბები
...

02/02/2015 „მოდულის“ შენობის მიმდებარედ, თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის საძირკვლიდან მიწა ხელახლა ჩამოიშალა

დღეს დილით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ე.წ. მოდულის შენობასთან ახლოს, თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე ხელახლა ჩამოიშალა მიწის მასივი, რამაც  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საავარიო ბრიგადებს სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალა. საბედნიეროდ, შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები და სპეცტექნიკა კვლავაც მობილიზებულია „მოდულის“ შენობის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე, საძირკვლის ქვაბულის გამაგრებისა და მიწის ხელახლა ჩამოშლის თავიდან არიდების მიზნით, საჭირო ოდენობით ბალასტის შეტანა ხდება. ამ დროისთვის წყალმომარაგება კვლავაც შეწყვეტილი აქვს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 2 კორპუსს - N78ბ, N76ბ-ს და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ოფისს.

 

„მოდულის“ შენობის მიმდებარედ, თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლა ჯერ კიდევ გუშინ მოხდა. საძირკვლის ჩამოშლამ იქვე გამავალი საკანალიზაციო მაგისტრალური მილის დაზიანება გამოიწვია. კომპანია დაზიანებული საკანალიზაციო მილის აღსადგენად სამუშაოებს გუშინდლიდან აწარმოებს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელთარსებული ინფორმაციით, მშენებლობას აწარმოებდა სამშენებლო კომპანია შპს "ბანი", რომელსაც მშენებლობის საწარმოებლად 2007 წელს აღებული ძველი ტექნიკური პირობა არ ჰქონდა განახლებული, ამასთან, შპს "ბანს" არც საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბული ჰქონდა ტექნიკური ნორმების დაცვით გამაგრებული, რამაც მიწის ჩამოწოლა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკანალიზაციო ქსელის დაზიანება გამოიწვია. 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღადგინოს.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად