03/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე დამატებითი ურდულების მონტაჟს გეგმავს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 4 მარტს, ღამიდან, თბილისში, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთული ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, კომპანია სამგორის ობიექტიდან გამომავალ 1000 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, დამატებით, 1000 მმ-იან ორ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის გარკვეული ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს. დამატებითი ურდულების მოწყობის შედეგად, სამგორის სათავე ნაგებობის ფუნქციონირება გაცილებით სტაბილური გახდება.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტის ღამის 01:00 საათიდან 6 მარტის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
· ზემო პლატოს II მ/რაიონს, ზემო პლატოს დასახლებას, ასევე, სამგორის რაიონის ქუჩებისა და დასახლებების დაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 6 მარტის 07:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
03.03.2015.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი