23/03/2015 ეს შენი სასიცოცხლო პროდუქტია - მეტი ვიდრე უბრალოდ წყალი “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის საერთაშორისო დღეს აქცია მოაწყო
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებთან ერთად, თბილისის რამდენიმე სკვერში მინიაქციები მოაწყო.
აქციები ვაკეში მდებარე მრგვალ ბაღში, პეკინის გამზირზე მდებარე ბუკიას ბაღსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ვარდების ბაღში“ განთავსებულ სასმელი წყლის გაუქმებულ სოკო-შადრევნებთან გაიმართა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ სოკო-შადრევნების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას იღებს და დღევანდელი დღის შემდეგ, თბილისელები სასმელი წყლის შადრევნებით სარგებლობას შეუფერხებლად შეძლებენ. თითოეული შადრევნის ირგვლივ მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს, თუ როგორ მუშავდება და რა გზას გადის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი პროდუქტი - სასმელი წყალი, ვიდრე თბილისელების ონკანებამდე მიაღწევს.
აქციის ფარგლებში, ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა სკვერებში მისულ მოქალაქეებს ფლაერები დაურიგეს. ახალგაზრდებმა ამით ყურადღება გაამახვილეს წყლის რესურსების დაზოგვისა და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების აუცილებლობაზე.
დღესვე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს“, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, სპეციალური კონკურსითაც აღნიშნავს. კონკურსში ჩართვა ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდს - Georgian Water and Power - GWP LTD, https://www.facebook.com/georgianwaterandpower/photos/a.596581610403238.1073741828.596135310447868/890847197643343/?type=1&theater - გაეცნოს კონკურსის პირობებს და კონკურსის მონაწილე გახდეს. გამარჯვებული გახდება საუკეთესო სლოგანის ავტორი, რომელიც „ლაიქების“ მიხედვით გამოვლინდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი