ახალი ამბები
სხვა კატეგორიები
09/04/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სოფელ დიღომში, გზის საფარის მოსაწესრიგებლად სამუშაოებს ახორციელებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ დიღომში გზებს აწესრიგებს. ამჟამად, გზების მოხრეშვა-მოასფალტების სამუშაოები ტარდება. გზის საფარს კომპანია ყველა იმ ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც სოფელი დიღმის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ქსელები გაიყვანა, მათ შორის ათონელის, ბარათაშვილის, რუსთაველის, სარაჯიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თოფჩიშვილის ქუჩებსა და ჩიხებში. სოფელი დიღმის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანიამ ორი სატუმბო სადგური ააშენა და 23 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მოაწყო. სოფელ დიღომში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური ოპერაციების მართვის დირექტორმა - მამუკა კიკალიშვილმა დაათვალიერა.
როგორც მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების 24-საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სოფელ დიღომს წყალი უკვე 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება, ამჟამად კი, კომპანია სოფლის გზებს აწესრიგებს და პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს.
ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სოფელ დიღომში, ისევე როგორც თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ სხვა სოფლებსა და დასახლებებში, წყალმომარაგების ინდივიდუალური და სრულყოფილი სისტემის მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დაასრულა. დედაქალაქის მთავრობასთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სოფელი დიღმის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, კომპანიამ 2 ახალი სატუმბო სადგური ააშენა, 23 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაიყვანა, დაამონტაჟა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოაწყო წყალსადენის საკვანძო ჭები, ასევე საექსპლუატაციოდ მოამზადა სასმელი წყლის არსებული რეზერვუარი. 2015 წლიდან, ახლადაშენებული სისტემის თბილისის წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიერთების შემდეგ, კომპანიის ყველა აბონენტს, რომელიც სოფელ დიღომში ცხოვრობს, სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
09.04..2015.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი