18/09/2015 სიახლე თბილისის წყლის კომპანიისგან -„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯერები მოსახლეობასთან თავად იკონტაქტებენ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ პროექტს ნერგავს. დღეიდან, 18 სექტემბრიდან, კომპანიის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები პირადად დაუკავშირდებიან მომხმარებლებს და გაარკვევენ, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა კომპანიის მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოებით.
ყოველდღე, ცხელ ხაზის საშუალებით შემოსულ თითოეულ ზარზე რეაგირების ხარისხს „ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ მენეჯერები პირადად გააკონტროლებენ. დღის მანძილზე კომპანიის წარმომადგენლები ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდებიან იმ აბონენტებს, რომლებმაც კომპანიას დაზიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გამოკითხავენ, მათი აზრით, რამდენად ეფექტურად შესრულდა ესა თუ ის სამუშაო.
მომხმარებელთან ამგვარი უკუკავშირი რეგულარულ რეჟიმში განხორციელდება, რაც კომპანიას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი