ახალი ამბები
...

04/12/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული არცერთი ზარი უპასუხოდ აღარ დარჩება

 

დღეიდან, უპასუხოდ აღარ დარჩება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული არცერთი გამოტოვებული ზარი, რომელზეც პასუხის გაცემა მოლოდინის რეჟიმის გახანგრძლივების ან რაიმე სხვა ტექნიკური მიზეზის გამო აქამდე ვერ ხერხდებოდა.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა მენეჯმენტმა, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტი აამოქმედა, რომლის  მიზანია, მომხმარებლის არცერთი გამოტოვებული ზარი არ დატოვოს უპასუხოდ. კომპანია თავად დაამყარებს უკუკავშირს იმ აბონენტებთან, რომლებმიც ცხელ ხაზს დაუკავშირდებიან და სხვადასხვა მიზეზით, პრობლემის დაფიქსირებას ვერ შეძლებენ. პროექტის განსახორციელებლად, სპეციალურად, ახალი ტექნიკური მოდული შეიქმნა.

 

პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტისა და ცხელი ხაზის ოპერატორის კავშირი ვერ შედგება, ტელეფონის ნომერი საინფორმაციო ბაზაში დაფიქსირდება, როგორც გამოტოვებული ზარი, რის შემდეგაც ცხელი ხაზის ოპერატორები აბონენეტებს თავად დაუკავშირდებიან. მომხმარებელთან უკუკავშირის შედეგად მიღებული ნებისმიერი შეკითხვა ან პრობლემა საერთო მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდება და კომპანიის შესაბამის სამსახურებს შესასრულებლად ავტომატურად გადაეცემა.

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად