08/12/2015 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საგურმოჰესის მშენებლობა დაიწყო
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
საგურამოჰესის მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“, რომელიც ჰესის ასაშენებლად 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობის უზრუნველსაყოფად, 5.8 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი კომპანიას „თიბისი ბანკმა“ გამოუყო.
ორაგრეგატიანი საგურამოჰესის დადგმული სიმძლავრე 4,4 მვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ კვტ.სთ. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება და საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვა 2016 წლის ნოემბერში იგეგმება.
დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები - მომზადებულია ჰესის საძირკველი, მიმდინარეობს სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი. ამ ეტაპზე, მოგვარებულია მშენებლობის განსახორციელებლად აუცილებელი ფორმალური მხარეები, კერძოდ: ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან ხელმოწერილია მემორანდუმი და შეთანხმება, მიღებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და შესაბამისი ნებართვა, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან კი - მშენებლობის ნებართვა, ასევე, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებულია ჰესის ენერგოსისტემასთან მიერთების სქემა. ტურბინისა და სხვა ძალოვანი დანადგარების შესაძენად, რომლის ღირებულებაა 1,300 000 ევროა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლობს ავსტრიულ კომპანია ANDRITZ HYDRO SAS-თან.
საგურამოჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი