ახალი ამბები
...

23/12/2015 თბილისის ზედა ზონებში, წყალმომარაგების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი თბილისის ზედა ზონის სოფლებში მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს. 2016 წლიდან, მთაწმინდის რაიონში შემავალი სოფლების - წავკისის,  კოჯრისა და კიკეთის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება. თბილისის საკრებულოსა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტის ინიციატივის ფარგლებში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილი წყალსადენის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი, დღეს, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, გელა არჩვაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა კოჯორსა და კიკეთში დაათვალიერეს.

 

სამუშაოები, რომელიც წავკისში, კოჯორსა და კიკეთში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ტარდება, თბილისის საკრებულოს, მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და GWP-ის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ერთობლივად დაგეგმა. კერძოდ, სამივე სოფლის 20-ზე მეტ ქუჩაზე, მთლიანად ახლდება წყალსადენის მოძველებული კომუნიკაციები - იცვლება ქსელები, მონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ეწყობა ახალი საკვანძო ჭები. საერთო ჯამში, სამივე სოფელში ახლით იცვლება 20 კმ-ზე მეტი სხვადასხვა დიამეტრის გამანაწილებელი ქსელები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთ თვეში დაასრულებს. შესაბამისად, 2016 წლის თებერვლიდან წავკისის, კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობის წყალმომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდება. 

 

თბილისის საკრებულოსა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი მენეჯმენტის ინიციატივა, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, თვეზე მეტია, რაც ამოქმედდა. დედაქალაქის ყველა რაიონში შექმნილია საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას, ერთობლივად გეგმავენ.  სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც უწევენ მონიტორინგს.   

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად